среда, 25 июля 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე დაიწყო დავალების შემოწმებით.
შემდეგ პრეზენტაციის შეფასებისა  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა მოვარგეთ ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ეს ფაილები ავტვირთეთ ჩვენს დრაივზე googl-ში.
შემდეგ ერთერთმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პროექტიდან  ერთერთი საკითხი.
შემდეგ განვიხილეთ სახელმძრვანელოდან მე-6 მოდული, სადაც საუბარია დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
განვიხილეთ და დრაივზე ავტვირთეთ კონელის კითხვარი- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი. ასევე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მე-7 მოდული, სადაც საუბარია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის დამხმარე მასალად შევიმუსავეტ შაბლონი ფასილიტაციისთვის.
 ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე და  ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.
დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთულ,  მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. პირველ რიგში დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეო მასალის ...