пятница, 27 июля 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით.
პირველ რიგში დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეო მასალის ატვირთვა, რედაქტირება და გამოქვეყნება.
ვისწავლეთ პოსტების რედაქტირება და მათი გამოქვეყნება.
დასასრულს ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა ამ ცხრა დატვირთული დღის ნამუშევრის პრეზენტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

P.S  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი არავიაშვილს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის.

среда, 25 июля 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე დაიწყო დავალების შემოწმებით.
შემდეგ პრეზენტაციის შეფასებისა  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა მოვარგეთ ჩვენს პროექტს და წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ეს ფაილები ავტვირთეთ ჩვენს დრაივზე googl-ში.
შემდეგ ერთერთმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პროექტიდან  ერთერთი საკითხი.
შემდეგ განვიხილეთ სახელმძრვანელოდან მე-6 მოდული, სადაც საუბარია დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
განვიხილეთ და დრაივზე ავტვირთეთ კონელის კითხვარი- მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი. ასევე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მე-7 მოდული, სადაც საუბარია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის დამხმარე მასალად შევიმუსავეტ შაბლონი ფასილიტაციისთვის.
 ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე და  ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.
დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთულ,  მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი იყო.

пятница, 20 июля 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით შესწავლილი მასალის განსამტკიცებლად.
ვისწავლეთ დრაივში googl formi-დან კითხვების რედაქტირება და გაზიარება.
ასევე ვისწავლეთ ბლოგზე პორტფოლიოს შექმნა და ბმულის დამატება, რათა ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული  მომხმარებლისთვის. ვისწავლეთ გაჯეტები დამატება ბლოგზე, როგორიცაა მაგალითად ,,ვიზიტორთა სტატისტიკა" და ,,ინტერნეტ რესურსები".
განვიხილეთ სახელმძღვანელოდან აქტივობა 5, რომელიც მოიცავს პრეზენტაციის მომზადებას.
ბატონმა გიორგიმ აგვიხსნა როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია.
ვისწავლეთ სლაიდ-შოუს შექმნა პრეზენტაციისთვის.

четверг, 19 июля 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

               მეხუთე დღე ტრადიციულად სშინაო დავლების შემოწმებით დაიწყო, რომელიც მოიცავდა შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
               ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის სამუშაო გეგმა.
               ვისწავლეთ დრაივში ტესტის შექმნა, ბმულის ჩასმა, გაზიარება რამდენიმე საშუალებით.  ასევე ტექსტების ატვირთვა და ჩამოტვირთვა. ვისწავლეთ ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე'' სქემის შედგენა
                სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მესამე მოდული.

понедельник, 16 июля 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო  საშინაო დავალების შემოწმებით.
შემდეგ ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო დღის სამუშაო გეგმა.
ვისწავლეთ ბლოგიში გვერდების შექმნა, ასევე დიზაინის შეცვლა.
სახელმძღვანელოდან განვიხილეთ  II მოდულის აქტივობა-3, რომელიც მოიცავს შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ტრენერმა  სიღრმისეულად განგვიმერტა თუ როგორ უნდა დავწეროთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,რაც გაგვიადვილებს საშინაო დავალების შესრულებას. 

მიმართულების მიმცემი კითხვები

 ზოგადი კითხვები

1. რას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობა?
2. რა არის კლასიკური კულტურა?


თემატური კითხვები

1. რა გავლენა იქონია ქართველ ერზე ,,ვეფხისტყაოსნის" შექმნამ?
2. რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის ,,ვეფხიტყაოსანი"?
3. რატომ არის ,,ვეფხისტყაოსანი" კლასიკა?
4. რას გვაძლევს ,,ვეფხისტყაოსნის" შესწავლა?
5. რომელი ძირითადი თემებია მნიშვნელოვანი ,,ვეფხისტყაოსანში"?
 

შინაარსობრივი კითხვები

1. რა არის აფორიზმი?
2. რისთვის იყენებს აფორიზმებს შოთა რუსთაველი?
3. რა მრავალფეროვნებას ვხვდებით ,,ვეფხისტყაოსანში"?
4. რა მიზნით იყენებს თქვენი აზრით რუსთაველი ძვირფას ქვებს?
5. როგორია რუსთაველის ასტროლოგიური შეხედულებები?
6. რა გავლენას ახდენს რუსთაველის აზრით ციური სხეულები ადამიანზე?

пятница, 13 июля 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

   


  •   დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმების წარდგენით.
  • ვისწავლეთ gmail-ის დრაივზე დოკუმენტების ატვირთვა და შენახვა.
  • ვისწავლეთ ბუკლეტში ტექსტის  ჩაწერა და სურათების დამატება. 
  • წავიკითხეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
  • ვიმუშავეთ ჯგუფურად და ჩამოვწერეთ ერთერთი პროექტისთვის მიმართულების მიმცემი კითხვები.

           დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი, მრავლისმომცველი და საინტერესო იყო.

среда, 11 июля 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე განვიხილეთ ბლოგზე პოსტებისა და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვის ტექნიკა. განვიხილეთ ბუკლეტების შექმნის ტექნიკა.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. პირველ რიგში დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეო მასალის ...